წალკის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედის დღის მისალოცი ორენოვანი ბარათები შექმნეს
01-03-2023
წალკის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები დედის დღისთვის ემზადებიან. 

სკოლის რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა და დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა დედის დღის აღსანიშნავად ქართულ და რუსულ ენებზე დაამზადეს მისალოცი ბარათები, რომლებითაც დღესასწაულს დედებს მიულოცავენ. 

აქტივობა ბავშვებისთვის მეტად საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა. მათ ორიგინალური ბარათები შექმნეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 



აღსანიშნავია, რომ წალკის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარებას დიდი ყურადღება ექცევა, ამ მიზნით პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობენ. 
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203