საყდრიონის საჯარო სკოლაში მე-3 კლასის მოსწავლის - ცოტნე პაქსაძის ნამუშევრების გამოფენა მოეწყო
06-03-2023
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ საყდრიონის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ნიჭისა და უნარების განვითარება-წახალისებას დიდი ყურადღება ექცევა. ამიტომ პედაგოგები მოზარდების შესაძლებლობების წარმოჩენას სხვადასხვა ღონისძიებებით ცდილობენ.
ამჯერად, სკოლაში შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული მე-3 კლასის მოსწავლის - ცოტნე პაქსაძის ნამუშევრების გამოფენა გაიმართა. მოსწავლე მრავალფეროვან და საინტერესო ნამუშევრებს ქმნის.
„ყველა ადამიანს ინდივიდუალური და გამორჩეული ნიჭი აქვს. ამიტომ საჭიროა ჩვენი ინდივიდუალური ნიჭი ვიცოდეთ. თანამედროვე ადამიანს საკუთარი უნიკალური ნიჭი ეხმარება მიაღწიოს მიზანს, შექმნას ინდივიდუალური და უნიკალური წარმატება. საყდრიონის საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლე ცოტნე პაქსაძე სწორედ ასეთი ნიჭითაა დაჯილდოვებული - ძალიან კარგად ძერწავს“,- აღნიშნავს მოსწავლის ხელოვნების მასწავლებელი.
ცოტნეს ნამუშევრები, მისი კლასის ხელმძღვანელის დახმარებით, კლასში გამოიფინა და დამთვალიერებლის დიდი მოწონებაც დაიმსახურა.
„ცოტნემ საუკეთესოდ და ძალიან საინტერესოდ წარმოადგინა ყველა ნამუშევარი. შესაძლოა, ის მომავალ გამომგონებელად ან არქიტექტორად მოგვევლინოს. ვინ იცის...“,- გვეუბნებიან სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს