
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ საყდრიონის საჯარო სკოლაში სხვადასხვა თემაზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით არაერთი საგანმანათლებლო ღონისძიება, პროექტი თუ აქტივობა იმართება.
მათ შორის, 9 თებერვალს, საყდრიონის საჯარო სკოლაში, პედაგოგ დარეჯან ანთაძის ხელმძღვანელობით, განხორციელდა პროექტი თემაზე - „მავნე ჩვევების ზეგავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე“.
პროექტის პრეზენტაცია საინტერესოდ წარიმართა. მე-11 კლასის მოსწავლეებმა იმსჯელეს სხვადასხვა დამოკიდებულებებით გამოწვეული რისკების, საფრთხეებისა და მავნე შედეგების შესახებ.
პროექტზე მუშაობისას მოსწავლეებმა მოამზადეს პრეზენტაციები, პოსტერები და ბუკლეტები, განიხილეს ოთხი ძირითადი მავნე ჩვევა და მათი გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე:
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, პროექტი მიზნად ისახავდა მავნე ჩვევების გამომწვევი მიზეზებისა და შედეგების შესახებ მოზარდების ინფორმირებას და საკითხზე ცნობიერების ამაღლებას
„თანამედროვე საზოგადოების გლობალური დაავადებაა მავნე ჩვევები თავისი უარყოფითი შედეგებით. დაავადებული ადამიანების რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. მავნე ჩვეევებმა შეიძლება ადამიანში პათოლოგიური დამოკიდებულება გამოიწვიოს, ხოლო უარყოფითი გავლენა მოახდინოს მისი სხეულის ყველა სისტემაზე, რამაც შეიძლება პიროვნების დეგრადაციას შეუწყოს ხელი. ამიტომ პროექტი მიზნად ისახავს მავნე ჩვევების გამომწვევი მიზეზებისა და შედეგების შესახებ მოზარდებისთვის ინფორმაციის მიწოდებას და მათი ცნობიერების ამაღლებას. მავნე ჩვევებზე უარის თქმას, რათა აღიზარდოს ჯანმრთელი და ფსიქიკურად გაწონასწორებული თაობა. მნიშვნელოვანია ახალგაზრდებმა ღიად ისაუბრონ ამ დაავადებების გამომწვევ რისკებსა თუ შედეგებზე. ისინი გავლენას ახდენენ არა მხოლოდ ადამიანის ფსიქიკაზე და ქცევაზე, არამედ მისი ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობაზეც“,- აღნიშნავენ სკოლაში და მე-11 კლასის მოსწავლეებსა და პედაგოგ დარეჯან ანთაძის საინტერესო პროექტის მომზადებისათვის მადლობას უხდიან.