საყდრიონის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დავით აღმაშენებლის მოღვაწეობას ღონისძიება მიუძღვნეს
02-03-2023

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ საყდრიონის საჯარო სკოლაში საქართველოს ისტორიის ხარისხიან სწავლებას დიდი ყურადღება ექცევა. 

შესაბამისად, სკოლაში, საინტერესოდ აღინიშნა დავით აღმაშენებლის ხსენების დღე. ღონისძიებას ორგანიზება ისტორიის მასწავლებელმა მაყვალა კახაძემ გაუწია. 

XI კლასის მოსწავლეებმა მოამზადეს პრეზენტაცია, დაამზადეს კედლის გაზეთი, რომელზეც  დავითის პორტრეტი დახატეს და მისი მისი 36-წლიანი მეფობა აღწერეს.

მეთერთმეტეკლასელებმა პრეზენტაციაში ნათლად წარმოაჩინეს ერთიანი საქართველოს ძლევამოსილი მეფის დავითის მოღვაწეობა, მის მიერ გატარებული თითოეული რეფორმა, თითოეული ბრძოლა, საგარეო და საშინაო პოლიტიკა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ მოსწავლეები და მასწავლებლები. მომზადებული ჰქონდათ კითხვები, ღონისძიება საინტერესო და სახალისო იყო.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203