წალკის N2 სკოლის დაწყებითი კლასების, ესთეტიკისა და სპორტის კათედრამ პედაგოგებთან თემაზე - „დიფერენცირებული სწავლება“, შეხვედრა ჩაატარა
02-03-2023
წალკის N2 საჯარო სკოლის მასწავლებლები საგანმანათლებლო სივრცეში არსებულ გამოწვევებს ფეხს დიდი წარმატებით უწყობენ. ამის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი ნაყოფიერი თანამშრომლობა და გამოცდილების ურთიერთგაზიარებაა. პედაგოგები ინტერაქციულ შეხვედრებს ხშირად ატარებენ, კათედრის წევრები კი ერთმანეთს რეკომენდაციებს აძლევენ, რაც კოლეგიალურობისა და გუნდორობისთვის მნიშვნელოვანია.

ამჯერად, დაწყებითი კლასების, ესთეტიკისა და სპორტის კათედრამ პედაგოგებთან შეხვედრა ჩაატარა.

შეხვედრის ორგანიზატორმა, ნაზი ჯიმშერაძემ წარადგინა საკითხი - „დიფერენცირებული სწავლება“.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, დიფერენციაციის მიზანი მოსწავლეთა უნიკალური უნარების და შესაძლებლობების მაქსიმალური გამოვლენაა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203