ლასურიაშის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დავით აღმაშენებლის ღვაწლი საგანმანათლებლო ღონისძიებით აღნიშნეს
02-03-2023
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლასურიაშის საჯარო სკოლაში საქართველოს ისტორიის ხარისხიან სწავლებას და მოსწავლეთა პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას დიდი ყურადღება ექცევა.
რა თქმა უნდა, მოსწავლეთა და მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა დავით აღმაშენებლის ხსენების დღე.
ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლაში პედაგოგ მზია მუშკუდიანის ხელმძღვანელობით ღონისძიება ჩატარდა.
ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა ისაუბრეს ჩვენი ყველაზე სახელოვანი და გამორჩეული მეფის ღვაწლისა და დამსახურების შესახებ სამშობლოს წინაშე.
მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ დავითის პიროვნებამ, მისი განათლების მასშტაბებმა, მისმა დაუღალავმა ბრძოლამ ქვეყნის განვითარებისათვის საფუძველი ჩაუყარა ერთიან, ძლიერ თავისუფალ საქართველოს და ქვეყანა განვითარების შექცევად გზაზე დააყენა.
ღონისძიების შემდეგ ისტორიულ თემატიკაზე იტელექტუალური თამაში - „რა? სად? როდის?“ - გაიმართა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს