
ახალქალაქის მუნიციპალიტეტი სოფელ ბავრის საჯარო სკოლაში არაერთი საგანმანათლებლო ღონისძიება იმართება, რომლებიც მოსწავლეთა როგორც ცოდნისა და თვალსაწიერის გაფართოებას, ისე მათი მოტივაციის ამაღლებას ემსახურება.
მათ შორის, 27 თებერვალს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბავრის სკოლაში ჩატარდა ღონისძიება თემაზე - „გამარჯობა, მე ვარ შენი ჯარისკაცი“.
თემა მოსწავლეებმა თავად აირჩიეს. ღონისძიება გაიმართა მე-9 კლასის დამრიგებლის - კარინე გაბრიელიანის ხელმძღვანელობით. ღონისძიება იყო ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი და მოიცავდა საცეკვაო ნომრებს, სიმღერასა და მხატვრულ კითხვას.
მოსწავლეები დიდი მონდომებით ჩაერთნენ ღონისძიებაში და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
მოსწავლეებმა ღონისძიებისთვის შთამბეჭდავი ნახატებიც შექმნეს. თემატური ნახატები სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეებს - ალბინა შირინიანს, ვოსკეჰატ ბერიკიანსა და ეთერა ჰარუთიუნიანს ეკუთვნით.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების წამოჩენა-განვითარებას, დიდი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან ღონისძიებებს სთავაზობენ.
იხილეთ ფოტოები: