
ამჯერად, 28 თებერვალს სკოლის მე-11 კლასში ინტეგრირებული გაკვეთილი გეოგრაფიასა და მათემატიკაში მასწავლებლების - ლუსიკ აღაჯანიანისა და ასთხიკ სეირანიანის ხელმძღვანელობით ჩატარდა.
გაკვეთილის თემა - „სახელმწიფოების დაჯგუფების კრიტერიუმები და მონაცემების შეგროვება“ იყო. მიზანი კი, საგანთა შორის კავშირის დამყარება.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, გაკვეთილი წინასწარ შედგენილი გეგმის მიხედვით, საინტერესოდ და მრავალფეროვნად ჩატარდა. მის მსვლელობაში მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი. მათ საინტერესო ინფორმაციები ერთმანეთს გაუზიარეს და ცოდნა აიმაღლეს.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობას ზრდის.
იხილეთ ფოტოები: