წნორის N1 საჯარო სკოლის მოსწავლე ლიზი ყატაშვილმა კიკბოქსინგის შეჯიბრში პირველი ადგილი დაიკავა
01-03-2023
სიღნაღის მუნიციპალიტეტის, წნორის N1 საჯარო სკოლის მოსწავლე ლიზი ყატაშვილი, სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობდა, სადაც თავი საუკეთესოდ წარმოაჩინა და პირველ ადგილზე გავიდა.

კონკურსი 26 თებერვალს, რუსთავში ჩატარდა. ის სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის მიერ იყო ორგანიზებული.

შეჯიბრი, კიკბოქსინგში -  2009-10 წლებში დაბადებულთა შორის, 54კგ წონითი კატეგორიაში გაიმართა.

სკოლის დირექცია ლიზის ულოცავს გამარჯვებას და შემდგომ წარმატებას უსურვებს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203