დაბა ასპინძის საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა საქართველოს თავისუფლებისთვის მებრძოლი გმირების ღვაწლი ღონისძიებით გაიხსენეს
01-03-2023
დაბა ასპინძის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ცოდნისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით, არაერთი საგანმანათლებლო ღონისძიება იმართება.
ამჯერად, 25 თებერვალს მოსწავლეებმა საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, საინტერესო აქტივობა ჩაატარეს.
მათ სკოლაში აღნიშნულ თემაზე პრეზენტაცია გააკეთეს და საქართველოს ეროვნული გმირის - მარო მაყაშვილის დღიურიდან ამონარიდები წაიკითხეს. ბავშვებმა დისკუსია გამართეს და გაანალიზეს თავისუფლების იდეის არსი. მათ ასევე თავისუფლებისთვის მებრძოლი გმირების ღვაწლი და დამსახურება გაიხსენეს.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებისთვის მნიშვნელოვანია.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს