
თბილისის N120 საჯარო სკოლაში იუნკერთა ხსოვნის დღესთან დაკავშირებით, საგანმანათლებლო ღონისძიება გაიმართა.
იუნკერთა ხსოვნას X2 კლასის მოსწავლეებმა მიუძღვნეს კონფერენცია - „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა 1918-21 წლები“.
კონფერენციას პედაგოგი ინგა ჯინჭარაძე ხელმძღვანელობდა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, კონფერენციის მიზანს მოსწავლეებში ქვეყნის ინტერესების, ტრადიციებისა და ღირებულებების მიმართ საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრება წარმოადგენდა.
მომხსენებლებმა ყურადღება გაამახვილეს კონსტიტუციონალიზმზე, პარლამენტარიზმზე და იმ ფუნდამენტურ დემოკრატიულ ღირებულებებზე, რისი პრეცენდენტიც შექმნა პირველმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ და რომლის საძირკველზეცაა დაშენებული თანამედროვე ქართული სახელმწიფო.
კონფერენციას ესწრებოდნენ სკოლის დირექციის წარმომადგენელი მ. ვახტანგიშვილი და საზოგადოებრივი მეცნიერების კათედრის წარმომადგენელი მ. ჯულაყიძე.
კონფერენცია დაიხურა კოლაუ ნადირაძის ცნობილი ანტი საბჭოთა ლექსით „25 თებერვალი“.
იხილეთ ფოტოები: