
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირის საჯარო სკოლაში STEM მიმართულებით სწავლა-სწავლების ხელშეწყობა ერთ-ერთი პრიორიტეტია.
სწორედ ამიტომ, 24 თებერვალს სკოლაში სასკოლო STEM კონფერენცია ჩატარდა.
კონფერენციას ორგანიზება გაუწია საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კათედრის (კათედრის წევრები: ლალი ჭუაძე, მარინე კობაიძე) თავმჯდომარემ - ლალი ტორიაშვილმა.
კონფერენციის თემა იყო „შეიმეცნე სამყარო“. კონფერენციაში მონაწილეობდნენ VII-VIII-X კლასის მოსწავლეები - ქეთევან ნაცარაშვილი, თეიმურაზ სილაგაძე, ნიკა ძამუკაშვილი, საბა ნონიკაშვილი, ლალი პაპუნაშვილი, ქეთევან ნინიკელაშვილი,მარიამ ყვარელაშვილი და აკო ძამუკაშვილი.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა ციფრულ ფორმატში კონფერენციის თემატიკის შესატყვისი პრეზენტაციები წარმოადგინეს.
„კონფერენცია მიზნად ისახავდა მოსწავლეებში საბუნებისმეტყველო საგნების პოპულარიზაციას და არაფორმალური განათლების ინტეგრირებას, ფორმალურ განათლებასთან“,- აღნიშნავენ სკოლაში.