
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორენიის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს პროფესიული ორიენტაციის განსაზღვრაში ეხმარებიან. ამ მიმართულებით სკოლაში არაერთი საინფორმაციო შეხვედრა იმართება.
ამჯერად, სკოლამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენელს უმასპინძლა.
შეხვედრა 22 თებერვალს გაიმართა, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დესპანმა მოსწავლეებს უნივერსიტეტი და მისი საგანმანათლებლო პროგრამები გააცნო და იმ შესაძლებლობების შესახებ ესაუბრა, რასაც თსუ აბიტურიენტებს 2023 წელს სთავაზობს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, შეხვედრას მე-10 და მე-12 კლასის მოსწავლეები, დირექტორი რუბენ ვარდანიანი და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ლეილა დათაშვილი ესწრებოდნენ.
პრეზენტაციის დასრულების შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმი წარიმართა. მოსწავლეებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.
იხილეთ ფოტოები: