კერძო სკოლა „გიმნაზიის“ მე-10 კლასის მოსწავლეებმა საერთაშორისო კონფერენციაზე ცოდნა უცხოელ ახალგაზრდებს გაუზიარეს
01-03-2023
ფოთის კერძო სკოლის - „გიმნაზია“ მოსწავლეები სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებაში მონდომებით ერთვებიან. ამჯერად, 28 თებერვალს ისინი საერთაშორისო სტაჟირების უნივერსიტეტის ონლაინ კონფერენციაში - „ევროპელი ახალგაზრდების ახალი ხედვა“ მონაწილეობდნენ. 

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, „გიმნაზიის“ მე-10 კლასის მოსწავლეებმა პედაგოგის - თამარ ფაჩულიას ხელმძღვანელობით, თავიანთი ცოდნა იტალიელ, ხორვატიელ, ინდოელ და ესპანელ ახალგაზრდებს ამაყად გაუზიარეს. მათ ასევე სკოლაში განხორციელებულ პროექტთან დაკავშირებით ისაუბრეს, რომელიც მდგრადი განვითარების მიზნებს შეეხებოდა.

კონფერენციაში მონაწილე მოსწავლეებს სერტიფიკატები გადაეცათ.

მსგავსი პროექტები და აქტივობები მოსწავლეთა განვითარებისა და ცოდნის ამაღლებისთვის მნიშვნელოვანია.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203