„ჩემი ილუსტრირებული ანბანი“ - ნინოწმინდის N4 სკოლის პედაგოგმა პირველკლასელს შთამბეჭდავი კომპლექსური დავალება შესთავაზა
01-03-2023

ნინოწმინდის N4 საჯარო სკოლაში პირველი კლასის მასწავლებელმა ნათია კაპანაძემ საინტერესო აქტივობა განახორციელა. 

პედაგოგებმა, პირველკლასელ მოსწავლეს შთამბეჭდავი კომპლექსური დავალება - „ჩემი ილუსტრირებული ანბანი“, შესთავაზა, რომელიც პირველკლასელისთვის ანბანის შესწავლაში მთავარი დამხმარე აღმოჩნდა.

დავალების არსი შემდეგი იყო - მასწავლებელი პირველკლასელს, ასო-ბგერებთან დაკავშირებულ ტექსტებს ერთ-ერთი პორტალიდან აცნობდა, მოსწავლე კი -  ნასწავლ ნივთებსა და საგნებს, პლასტელინით ქმნიდა.

ქართული ანბანის შესწავლა, წაკითხვისა და წერის განმტკიცება მეტად სასიამოვნო და დასამახსოვრებელი პროცესი რომ ყოფილიყო, მოსწავლე-მასწავლებელმა გამოაცხვეს ფხვიერი ნამცხვრები - ასობგერები, მასწავლებლებისა და მოსწავლეების სახელები. აღსანიშნავია, რომ მათ ასევე შექმნეს „ანბანეთის ტბა“, სადაც სხვადასხვა კლასის მოსწავლეებმა „ითევზავეს“ და დაჭერილ ასო-ბგერაზე სიტყვებს ასახელებდნენ. ასევე, პატარებმა მოირგეს არქეოლოგების როლი და ფქვილიან ყუთში დამალული განძი - ქართული ასო-ბგერები აღმოაჩინეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, აქტივობა ძალიან საინტერესო, სახალისო და ემოციური გამოვიდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203