ზედა ჭალოვანის საჯარო სკოლაში სხვადასხვა საგანში საინტერესო აქტივობებით გაჯერებული ღია გაკვეთილები ჩატარდა
01-03-2023
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ჭალოვანის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი ნაყოფიერად და აქტიურად მიმდინარეობს. იმისთვის რომ მოსწავლეებს ხარისხიანი და სიღრმისეული განათლება მისცენ სკოლის პედაგოგები ძალ-ღონეს არ იშურებენ და ბავშვებს მეტად საინტერესო და მრავალფეროვან გაკვეთილებს სთავაზობენ.

სხვადასხვა კლასში ქართულ ენასა და ლიტერატურაში, უცხო ენებში, მათემატიკასა და ისტორიაში ღია გაკვეთილები ჩატარდა. სასწავლო პროცესს მასწავლებლები საინტერესოდ გაუძღვნენ, ბავშვებს მრავალფეროვანი სასწავლო რესურსი და აქტივობები შესთავაზეს, რამაც მოსწავლეთა ჩართულობა განაპირობა. 

„წარმატებები ჩემს პედაგოგებს. მეამაყება, რომ ჩემი სკოლის პედაგოგები ხართ. ველოდები თქვენს მომავალ წარმატებებს. ვფიქრობ და იმედი მაქვს, რომ მალე მენტორებად და ექსპერტებად გიხილავთ სკოლაში“,- აღნიშნავს სკოლის დირექტორი მარინა ხვედელიძე. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203