ქუთაისის N38 სკოლის VII კლასის მოსწავლეებმა ფიზიკაში საინტერესო პროექტი განახორციელეს
„როგორც ვიცით, დღეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია მოზარდებში სხვადასხვა უნარ-ჩვევების გამომუშავება, რათა შეძლონ მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება“, - აღნიშნავენ ქუთაისის N38 საჯარო სკოლაში, სადაც სწორედ ამ მიზნით, VII კლასის მოსწავლეებმა ფიზიკაში განახორციელეს პროექტი - „ჩხირკედელა“.
მათ ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენეს და საინტერესო ნამუშევრები დაამზადეს, რამაც ყველას მოწონება დაიმსახურა. განსაკუთრებული ყურადღება მოსწავლის - ბექა ქარქაშაძის ნამუშევრებმა მიიქცია.
როგორც სკოლაში ამბობენ, მოსწავლეს სხვადასხვა ხელსაწყოს დამზადება და შეკეთება ისე შეუძლია, რომ უსაფრთხოების ყველა წესი დაიცვას.
ბექა ქარქაშაძე ნიჭიერი, შრომისმოყვარე და შედეგზე ორიენტირებული მოსწავლეა.
„აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ბექა ქარქაშაძეს ჯერ არ აქვს ნასწავლი ფიზიკის კანონები, მიუხედავად ამისა, მისი ნამუშევრები შესრულებულია ყველა კანონის დაცვით. ის არის თვითნასწავლი პატარა ფიზიკოსი, რომელსაც აქვს უნარი საგნის შესწავლის გარეშე შექმნას სრულყოფილი ხელსაწყოები, რაც ეხმარება ცოდნის შეძენასა და პრაქტიკაში გამოყენებაში“,- წერს პედაგოგი ლალი გოლეთიანი.
იხილეთ ფოტოები: