
„მოზარდის სულიერი აღზრდის, ესთეტიკური ღირებულებების ჩამოსაყალიბებლად პოეზია და მუსიკა განუყოფელია“,- აღნიშნავენ სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ მენჯის საჯარო სკოლაში, სადაც მეშვიდე კლასში ქართულ ენასა და ლიტერატურაში თემაზე - „სიმღერებად ქცეული ლექსები“, ღია გაკვეთილი ჩატარდა.
შთამბეჭდავი გაკვეთილი მოსწავლეებს მასწავლებელმა ელისო ლემონჯავამ შესთავაზა.
მოსწავლეებმა ისაუბრეს ხელოვნების ორი ძირითადი დარგის სინთეზირებით მიღებულ ემოციებსა და შთაბეჭდილებებზე.
„ქართველი კაცი ყოველთვის ღიღინებდა, სიმღერა იყო შრომის და ბრძოლის იარაღი. ასე იქმნებოდა „ჩაკრულო“, „ურმული“, „მრავალჟამიერი“, „ლილე“,- აღნიშნეს მოსწავლეებმა და მოიძიეს ქართველ პოეტთა ნაწარმოებები, რომლებიც კომპოზიტორებმა მუსიკალურად ააჟღერეს.
მოსწავლეებმა წაიკითხეს ქართველი პოეტების ლექსები, რომლებსაც დღეს, საქართველოში ყველგან მღერიან. მოისმინეს ჰამლეტ გონაშვილის, დები იშხნელების, „ცისფერი ტრიოს“, თამარ გვერდწითელის მიერ შესრულებული სიმღერები.
ღონისძიების ბოლოს მოსწავლეებმა აღმზრდელ პედაგოგებს საკუთარი ხელით შექმნილი მისალოცი ბარათებით მიულოცეს დედის და ქალთა დღე.
მენჯის საჯარო სკოლის დირექტორი ლია თოფურია გახლავთ.
იხილეთ ფოტოები: