
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლში, საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, საინფორმაციო ღონისძიება გაიმართა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებს, ისტორიის მასწავლებელი ალექსანდრე ცინცაძე, 1921 წლის თებერვლის მოვლენებზე და ქართველი ხალხის - მებრძოლებისა და რიგითი ადამიანების თავდადებაზე ესაუბრა.
მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები: ბედი ლექსისა - კოლაუ ნადირაძის „1921 წელი, 25 თებერვალი“; „მოწყალების და - მარო მაყაშვილი“, და „ქართველი იუნკერი - მაკარ ბურჭულაძე“.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაზე გაჟღერდა კოტე მაყაშვილის ლექსზე შექმნილი საქართველოს ჰიმნი.
იხილეთ ფოტოები: