„ჩემი ერთი ჩვეულებრივი დღე“ - ბეჟანოს საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე იმუშავეს
01-03-2023

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჟანოს საჯარო სკოლაში კომპლექსური დავალებებით სწავლება აქტიურად მიმდინარეობს. 

ამჯერად, მეექვსეკლასელებმა, ინგლისურ ენაში კომპლექსური დავალება შეასრულეს, თემაზე - „ჩემი ერთი ჩვეულებრივი დღე“.
საგნის მასწავლებელი ნინო მელიქიძე გახლავთ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, დასაწყისში მოსწავლეებმა შეისწავლეს თემასთან დაკავშირებული საკითხები: საათის ცნობა, დილის და საღამოს საათების გარჩევა, დღის განმავლობაში განსახორციელებელი აქტივობები, გრამატიკული დრო - აწმყო განუსაზღვრელი და ამ დროის გამომხატველი ზმნისზედები.

აღსანიშნავია, რომ მოხდა მეორე საგანთან -  კომპიუტერულ ტექნოლოგიებთან ინტეგრირება, ამის ფარგლებში კი, მოსწავლეებმა შეადგინეს თვალსაჩინო პრეზენტაციები, რომელიც დასკვნით ეტაპზე წარმოადგინეს.

მოსწავლეებს განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასებებით შეფასდნენ.

შეხვედრას სკოლის დირექტორი იურა იაილოიანი და კლასის დამრიგებელი ესწრებოდნენ.

ბოლოს კი, მასწავლებელთან ერთად შეაჯამეს მთელი სამუშაო პროცესი და დასახეს სამომავლო მიზნები.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203