თბილისის N177 საჯარო სკოლის VII კლასის მოსწავლეებმა ნოდარ დუმბაძის შემოქმედებითი საღამო გამართეს
01-03-2023
თბილისის N177 საჯარო სკოლაში ლიტერატურული საღამო გაიმართა.

საღამო VII1 კლასის მოსწავლეებმა ნოდარ დუმბაძის შემოქმედებას მიუძღვნეს. მოსწავლეებმა მწერლის ნაწარმოებებიდან სხვადასხვა პერსონაჟის როლი მოირგეს და შთამბეჭდავი სანახაობა მოაწყვეს, რამაც ყველას აღფრთოვანება გამოიწვია. 

ნაწარმოებიდან - „მე ვხედავ მზეს„ სოსოიასა და ხატიას როლები მოსწავლეებმა - კესარია კირვალიძემ და ნიკოლოზ ქუსიკაშვილმა მოირგეს. აქტივობაში თითოეული მოსწავლე უდიდესი მონდომებით ჩაერთო, მათ შემოქმედებითი შესაძლებლობები წარმოაჩინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

მათი ქართული ენისა დალიტერატურის მასწავლებელი ნინო მოსიაშვილი, ხოლო კლასის დამრიგებელი ინგა ნავდარაშვილია. 

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:





 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203