აფხაზეთის N5 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეები ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმში იმყოფებოდნენ
აფხაზეთის N5 საჯარო სკოლაში მოსწავლეებს საინტერესო და შედეგზე ორიენტირებულ აქტივობებს სთავაზობენ.
ამჯერად, მე-4 კლასის მოსწავლეები ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმში იმყოფებოდნენ. ისინი მის ბიოგრაფიასა და შემოქმედებას გაეცნენ, ცოდნა გაიღრმავეს და დრო სასიამოვნოდ გაატარეს.
მეოთხეკლასელებისთვის მუზეუმში ვიზიტი საინტერესო და შთაბეჭდილებებით სავსე იყო.
როგორც სკოლაში ამბობენ, სექტემბერსა და დეკემბრში სკოლის მოსწავლეებისთვის „არტ.ქლაბმა“ (ავტორები: ნინო და ნანა დოღონაძეები) ორი სახელოვნებო- საგანმანათლებლო პროექტი განახორციელა.
„მადლობა პროექტის ორგანიზატორებს და კლასის დამრიგებელ ლია კახიძეს ამ დაუვიწყარი დღისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: