„იმოქმედე დღეს და შეინარჩუნე მომავალი!“- აფხაზეთის N5 საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტი ხორციელდება
01-03-2023
აფხაზეთის N5 საჯარო სკოლაში საინტერესო, შემოქმედებითი თუ მამოტივირებელი აქტივობებში ხშირად იმართება. 

ამჯერად, სკოლის სამოქალაქო კლუბი - „ჩვენ“ და სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრები კიდევ ერთი პროექტის -„იმოქმედე დღეს და შეინარჩუნე მომავალი!“, განხორციელებას შეუდგნენ.

სასკოლო პროექტი აქტუალური პრობლემის - მდგრადი განვითარების ერთ-ერთ მიზანს, ნარჩენების მართვას და მის დახარისხებას ითვალისწინებს.

პროექტი რამდენიმე ეტაპისგან შედგება. ის სკოლის მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას სამუშაო შეხვედრებისა და დისკუსიების საშუალებით ითვალისწინებს. ასევე, ინტეგრირებული და პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილების ჩატარებასა და შემდგომ კი ამ ცოდნის პრაქტიკაში უზრუნველყოფას - ფლაერების, პრეზენტაციების, ნახატების გამოფენას, ქაღალდის მართვას - მწვანე ყუთის შექმნას და მაკულატურის შეგროვებას.

საბოლოოდ, მოსწავლეები თემში მოწოდებით - „ნუ გადაყრი გაუაზრებლად-დაახარისხე და შესძინე ახალი სიცოცხლე!“ გავიდნენ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203