ქსოვრისის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის წევრები ბიზნესფორუმზე საინტერესო პროექტით წარდგნენ
01-03-2023

მცხთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსოვრისის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის „ბაზისის“ წევრები ბიზნესფორუმში მონაწილეობდნენ.

მოსწავლეებმა, სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, გამართულ ფორმუმზე, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს, ურთიერთთანამშრომლობისთვის, პროექტი - „სიცოცხლე მოძრაობაშია“ წარუდგინეს. 

პროექტი „სიცოცხლე მოძრაობაშია“, მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას ისახავდა მიზნად.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ბიზნესმენებმა ყურადღებით მოუსმინეს მოსწავლეებს. ბავშვებს იმედი აქვთ ბიზნესისსექტორის წარმომადგენლები მათი პროექტით დაინტერესდებიან და იდეას დააფინანსებენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203