დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა თოჯინური სპექტაკლი გაითამაშეს
01-03-2023
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებაზე ორიენტირებული საინტერესო აქტივობები ხშირად იმართება. 

ამჯერად, პედაგოგ ქეთევან ჩიქვანაიას ხელმძღვანელობით, მე-2 კლასის მოსწავლეებმა ფერადი ქაღალდებისგან თოჯინები გამოჭრეს და მინი სპექტაკლი გაითამაშეს.

აღსანიშნავია, რომ პატარებმა შემოქმედებითი შესაძლებლობები წარმოაჩინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. 

აქტივობა ხელოვნების გაკვეთილზე განხორციელდა.

იხილეთ ფოტოები:
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203