
გარდაბნის N3 საჯარო სკოლაში, პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო კომპლექსურ დავალებებს სთავაზობენ.
მათ შორის აღსანიშნავია, მე-2 კლასის, მათემატიკის კომპლექსური დავალება, თემაზე - „ქართული ფული“.
დავალებაზე მუშაობისას მოსწავლეებმა, არამარტო თეორიულად ისწავლეს ანგარიში, ფულის სწორი ხარჯვა და მოხმარება, არამედ პრაქტიკულადაც გნახორციელეს, ბავშვები საკვებს მაღაზიაში თავიანთი ფულით ყიდულობდნენ.
მოსწავლეებისთვის დავალებაზე მუშაობა ძალიან საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა, მიეცათ მოტივაცია კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთონ საგაკვეთილო პროცესში.
საგნის ხელმძღვანელი სევდა შახვერდიევა გახლავთ.
იხილეთ ფოტოები: