წერეთელის საჯარო სკოლის პედაგოგმა, მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების მიმართულებით, ტრენინგი გაიარა
01-03-2023
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთელის საჯარო სკოლის პედაგოგები კარიერულ წინსვლასა და განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ. ამისთვის ისინი სხვადასხვა აქტივობასა და პროექტში ხშირად მონაწილეობენ. 

ამჯერად, კომუნიკაციების კომისიამ, მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების პროექტის ფარგლებში, მარნეულის მუნიციპალიტეტის 30-მდე პედაგოგი გადაამზადა. მათ შორის წერეთელის საჯარო სკოლის მასწავლებელიც. 

აღნიშნული სემინარი მედიაწიგნიერების ტრენერმა, მანანა ჯინჭარაძემ ჩაატარა. შეხვედრას ის მასწავლებლები დაესწრნენ, რომლებიც სკოლებში საგანს - მედიაწიგნიერება ასწავლიან.

ფოტო: მედიაწიგნიერება - Media Literacy
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203