აფხაზეთის N12 საჯარო სკოლაში საბჭოთა ოკუპაციის დღეს კვირეული მიეძღვნა
01-03-2023
აფხაზეთის N12 საჯარო სკოლის პედაგოგიური კოლექტივი ყოველი წლის თებერვალში, საბჭოთა ოკუპაციის კვირეულს მართავს.

გამონაკლისი არც ახლა დაუშვიათ. მთელი კვირას განმავლოაბში, კლასებში სხვადასხვა სახის ღონისძიება გაიმართა. საშუალო საფეხურის მოსწავლეებთან ლევან ახობაძის დოკუმენტური ფილმის - „წითელი ოკუპაცია თბილისის დაცვის ქრონიკა 1921 წლის 18-24 თებერვალი" ,  ჩვენება-განხილვა მოეწყო. გარდა ამისა, სკოლის ისტორიის მასწავლებლებმა, კლასის დამრიგებლებთან ერთად, მოსწავლეები 1921 წლის სუსხიანი თებერვლის დღეებში „ამოგზაურეს“. 

კვირის ბოლოს კი, მე-6 და მე-7 კლასის მოსწაავლეებმა საკუთარი შემოქმედებით ისტორიული პირები: ნოე ჟორდანია, გიორგი მაზნიაშვილი, მარო მაყაშვილი „გააცოცხლეს“.

მე-8, მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეებმა წარადგინეს პრეზენტაციები თემებზე: სახელოვანი ქართველი გენერლები, იუნკერების ისტორია და 1918-21 წლის ქრონიკები.

„თებერვალმა დამიზამთრა სამუდამოდ მაისი"
„მეხსიერება იკვებება ისტორიით და ამავდროს, ამარაგებს მას საწვავით, იგი ესწრაფვის წარსულის შენახვას, რათა ემსახუროს აწმყოსა და მომავალს" - ჟაკ ლე გოფი .
სწორედ ისტორიული წარსულის გააზრებით იზრდება ერის თვითმყოფადობა, ისტორიის ანალიზსა და სწორად გააზრებაში სკოლის როლი დიდია, აცნობიერებს რა ამ მისიას. კვირეულისას იყო ტკივილი და ცრემლები, მაგრამ ამავდროულად დიდი სიამაყის განცდა და მომავლის რწმენა, რომ კიდევაც დაიზრდებიან“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეო:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203