
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის N3 საჯარო სკოლაში, სასწავლო პროცესის საინტერესოდ წარმართვასა და მოსწავლეთა აქტიურ ჩართულობას დიდი ყურადღება ექცევა, ამ კუთხით პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო და სახალისო აქტივობებს სთავაზობენ.
ამჯერად მეოთხე კლასის მოსწავლეებმა და პედაგოგმა ლიანა დოლიშვილმა, სახალისო ანბანი შექმნეს.
მოსწავლეებისთვის სამუშაო პროცესი ძალიან საინტერესო აღმოჩნდა, აქტივობაში დიდი მონდომებითა და მოტივაციით ჩაერთნენ.
მოსწავლეთა შექმნილი სახალისო ანბანი იხილეთ ბმულზე