დაგვას საჯარო სკოლის მოსწავლეები საგანმანათლებლო ღონისძიებაში მონაწილეობდნენ
01-03-2023
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დაგვას საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო აქტივობაში ხშირად ერთვებიან.
ამჯერად, მოსწავლეები - მარიეტა აბაშიძე და იოანა სტილიდი, სამოქალაქო განათლების პროგრამის ფორმატში, Radisson blu batumi-ის საკონფერენციო დარბაზში, აჭარის რეგიონის მასშტაბით გამართულ სემესტრის შემაჯამებელი შეხვედრაში მონაწილეობდნენ.
შეხვედრის პირველი ნაწილი სათემო ჩართულობისა და ადვოკატირების თაობაზე ექსპერტისაგან მნიშვნელოვანი ინფორმაციის გაცნობას დაეთმო. მოსწავლეებმა ჯგუფებში სკოლაში პრობლემების იდენტიფიცირების გზებზე იმსჯელეს, წარმოადგინეს ადვოკატირების საპროექტო იდეები.
შემდეგ ეტაპზე გაწეული სამუშაო შეჯამდა. სკოლებმა განხორციელებული პროექტებისა და აქტივობების პრეზენტაციები წარადგინეს.