წყალტუბოს N1 სკოლის მეშვიდეკლასელთა ინგლისური ენის გაკვეთილი დედის დღეს მიეძღვნა
01-03-2023

ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში უცხო ენების ხარისხიან და სიღრმისეულ სწავლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან აქტივობებს, ღონისძიებებსა თუ პროექტებს სთავაზობენ, რაც ბავშვების მოტივაციის ამაღლებას და უცხო ენებით მეტად დაინტერესებას ემსახურება. 

შთამბეჭდავია მე-7 კლასში (დამრიგებელი თ.ივანეიშვილი მასწ: ნინო ჯავახაძე) ჩატარებული ინგლისური ენის გაკვეთილი, რომელიც დედის დღეს მიეძღვნა. 

მოსწავლეებმა ისაუბრეს თუ ვინ და როდის დააარსა „დედის დღე“ აშშ-ში. ასევე აღნიშნეს, ბრიტანული „დედის კვირა- Mothering Sunday“, რომლის აღნიშვნასაც ინგლისში XVI საუკუნეში ჩაეყარა საფუძველი.

„ამ დღეს, გოგონები რომლებიც მუშაობდნენ, სამსახურიდან თავისუფლდებოდნენ და დედასთან ერთად ატარებდნენ. უფროს შვილს, ოჯახში  მიჰქონდა დედის პატივსაცემად მომზადებული ნამცხვარი - Mothering Cake, რომელსაც მთელი ოჯახი სპეციალურად დედისთვის მიძღვნილ სადილზე ინაწილებდა. ქალბატონები, რომლებსაც წვლილი მიუძღვით ამ დღის დაარსებაში არიან: ანა ჯავრისი და ჯულია უორდი.

დროთა განმავლობაში შვილები დედებს ყვავილებს ჩუქნიდნენ. თეთრი მიხაკი კი ამ დღის სიმბოლოდ და სამკერდე ნიშნად იქცა“,- გვიზიარებენ დედის დღის შესახებ საინტერესო ფაქტებს სკოლაში. 

გაკვეთილის დასასრულს მოსწავლეებმა ერთად იმღერეს მეგან თრეინერის ცნობილი სიმღერა სახელწოდებით - Mom.

„დედა - ყველაზე ძვირფასი, სათუთი, ძლიერი და მშვიდობისმყოფელი არსებაა მთელს სამყაროში. გილოცავთ, დედებო, დედის დღეს! Happy Mother's Day!“,- ასეთია ნიჭეირ მოსწავლეთა გზავნილი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203