
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიაურის საჯარო სკოლის 2020-2021 სასწავლო წლის წარჩინებულ კურსდამთავრებულები - მარიამ გულიტაშვილი და მერაბ ხახიშვილი კუთვნილი ოქროს მედლებით დაჯილდოვდნენ.
კურსდამთავრებულები 28 თებერვალს, დირექციამ სკოლაში მიიწვია და ოქროს მედლები საზეიმო ვითარებაში გადასცა.
სკოლა მოსწავლეებს წარმატებას კიდევ ერთხელ ულოცავს და წინსვლას უსურვებს.
შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8, ვერცხლის მედალს მოიპოვებს.
იხილეთ ფოტოები: