ქუთაისის N16 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ელექტრონული კალენდრები შექმნეს
01-03-2023

ქუთაისის N16 საჯარო სკოლაში, დიდი ყურადღება ექცევა სასწავლო პროცესში, ტექნოლოგიების გამოყენებას, სწორედ ამიტომ პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ.

ამჯერად, კომპიუტერული ტექნოლოგიების გაკვეთილებზე, საოფისე პროგრამების გამოყენებით მეხუთე კლასის მოსწავლეებმა, ელექტრონული კალენდრები შექმნეს.

გაკვეთილს, მასწავლებელი ზურაბ ხაკიანი ხელმძღვანელობდა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებში მედიაწიგნიერების ამაღლების მიზნით, ელექტრონული კალენდარი შეიქმნა ცნობილი მათემატიკოსების შესახებ.

დამზადებული ელექტრონული კალენდარი ბეჭდური სახით მოსწავლეებმა, თავიანთ დამრიგებელს, მათემატიკის მასწავლებელ მაია ყანჩაველს საჩუქრად გადასცეს.

მოსწავლეებში, ჭადრაკის განვითარებისა და ხელშეწყობის მიზნით, მე-5 კლასის მოსწავლეებმა ასევე კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებით დაამზადეს კალენდრები მსოფლიოში ცნობილი დიდოსტატების შესახებ და პირველი კლასის მოსწავლეებს აჩუქეს.

მსგავსი პროექტები ხელს უწყობს მოსწავლეებში ინფორმაციული ტექნოლოგიების, მედიაწიგნიერების, პასუხისმგებლობის, თანამშრობლობისა და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203