ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მიწისქვეშა წყაროების შესართავები დაასუფთავეს
23-04-2018
ახალაბასთუმნის საჯარო სკოლაში გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის -CENN ეკოკლუბი „კორომი“ ფუნქციონირებს.
კლუბის წევრებმა დედამიწის დღესთან დაკავშირებით სოფელში არსებული მიწისქვეშა წყაროების შესართავები დაასუფთავეს. ღონისძიებას გეოგრაფიის მასწავლებელი მზია თორდია ხელმძღვანელობდა.
დედამიწის დღე მსოფლიოში 22 აპრილს აღინიშნება. სხვადასხვა სახის გარემოსდაცვით ღონისძიებაში 190-ზე მეტი ქვეყნის 20 ათასამდე ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს