ლასურიაშის საჯარო სკოლაში უნივერსიტეტის პროფესორმა ლექცია წაიკითხა
01-03-2023
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელი ლასურიაშის საჯარო სკოლაში არაერთი საგანმანათლებლო ღონისძიება იმართება, რომლებიც მოსწავლეთა ცოდნისა და თვალსაწიერის გაფართოებას ემსახურება.
სკოლაში „ალტე უნივერსიტეტის“ ასოცირებულმა პროფესორმა - სალომე ონიანმა, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის, ახალგაზრდა მეცნიერთათვის განკუთვნილი სტიპენდიის ფარგლებში (ალექსანდრე ქართველიშვილის სახელობის სტიპენდია ინჟინერიასა და ტექნოლოგიების მიმართულება), ჩაატარა სამეცნიერო საჯარო ლექცია თემაზე - „სამრეწველო ჩაშენებული სისტემების ვერიფიკაციის ამოცანა რეალურ დროში“.
პროფესორმა თავისი წარმატებული გამოცდილება გაუზიარა მოსწავლეებს.
სკოლამ სალომე ონიანს საინტერესო ტრენინგისათვის მადლობა გადაუხადა.