თბილისის N103 სკოლის წარმომადგენლები ბავშვთა სერვისების გაძლიერების საკითხებზე გამართულ დისკუსიას დაესწრნენ
01-03-2023
თბილისის N103 საჯარო სკოლის წარმომადგენლები, ბავშვის სერვისების კოორდინაციის საკითხების გარშემო, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში გამართულ დისკუსიაზე მიიწვიეს.
აღნიშნული ღონისძიება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ, ევროკავშირის საქართველოს წარმომადგენლობამ, გაეროს ბავშვთა ფონდმა, არასამთავრობო ორგანიზაციამ DDA და გრუნიმ ერთობლივად მოამზადეს.
დისკუსიის მიზანი ბავშვთა სერვისების გაძლიერების საპილოტე პროექტის იმპლემენტაციის საკითხის განხილვა, კერძოდ, ბავშვებისა და მათი ოჯახებისთვის საპილოტე რეჟიმში მიღწეული კონკრეტული შედეგების წარმოჩენას და ამ მიმართულებით ჯერ კიდევ არსებული გამოწვევების შესახებ მსჯელობა იყო.
გარდა თბილისის N103 საჯარო სკოლის წარმომადგენლებისა, დისკუსიაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი იყვნენ, თბილისისა და სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენლები - მოსწავლეებისა და სკოლის დირექტორების სახით. ასევე, მუნიციპალიტეტების ბავშვის უფლებათა საკითხებზე მომუშავე პროფესიონალები. საკითხის განხილვაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში - ნიკო ტატულაშვილი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი, გაეროს ბავშვთა ფონდის ხელმძღვანელი ღასან ხალილი, ბავშვის უფლებათა კომიტეტის წევრი სოფიო კილაძე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბუბა ლომუაშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე - თამარ მახარაშვილი, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ხელმძღვანელი - მერი მაღლაფერიძე, ბავშვის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიკიკო ოტანი (ონლაინფორმატით) მონაწილეობდნენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს