დამალის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მშობლიური ენის საერთაშორისო დღე ღონისძიებით აღნიშნეს
01-03-2023

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ დამალის საჯარო სკოლაში არაერთი საინტერესო ღონისძიება იმართება, რომლებიც მოსწავლეთა ცოდნისა და თვალსაწიერის გაფართოებას ემსახურება. 

21 თებერვალს, სკოლაში მშობლიური ენის საერთაშორისო დღე აღინიშნა. ამ დღეს საინტერესო ლიტერატურული ღონისძიება მიეძღვნა.

მოსწავლეები ღონისძიებაში დიდი ინტერესით ჩაერთნენ და შემოქმედებითი ნიჭი და უნარები წარმოაჩინეს. 

21 თებერვალი - მშობლიური ენის საერთაშორისო დღეა. ეს თარიღი იუნესკომ 1999 წელს დააწესა ენობრივი და კულტურული მრავალფეროვნების შენარჩუნების, განვითარებისა და წარმოჩენის მიზნით. 2000 წლის თებერვლიდან მშობლიური ენის საერთაშორისო დღე ყოველწლიურად სხვადასხვა ღონისძიებებით მთელ მსოფლიოში აღინიშნება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203