
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოითის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეები, მასწავლებლების დახმარებით, დედებისთვის 3 მარტის მისალოცად ემზადებიან.
მოსწავლეებმა მისალოცი ბარათები დაამზადეს. აქტივობა ბავშვებისთვის მეტად საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა. მათ ორიგინალური ბარათები შექმნეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
აღსანიშნავია, რომ ნიგოითის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარებას დიდი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით, პედაგოგები მომავალ თაობას მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობენ.
იხილეთ ფოტოები: