ჭარნალის საჯარო სკოლის V კლასის მოსწავლეებმა დედებსა და მასწავლებლებს ღონისძიება მიუძღვნეს
01-03-2023
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭარნალის საჯარო სკოლაში დედის დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება გაიმართა. 

V კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელთან, ნინო ტაკიძესთან ერთად, ეს დღე დედებსა და მასწავლებლებს ლამაზი ღონისძიებით მიულოცეს.

მოსწავლეებმა შეასრულეს როგორც ქართული ტრადიციული, ისე ევროპული ცეკვები,  წაიკითხეს ლექსები, მასწავლებლები და მშობლები დაასაჩუქრეს ყვავილებით.  

დედებმა კი სიმბოლურად, შვილებისთვის „იავნანა“ შეასრულეს. ღონისძიებაში ჩართული მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმითა და მონდომებით ემზადებოდნენ ამ დღისთვის, რისთვისაც სკოლა მათ დიდ მადლობას უხდის. 

ჭარნალის საჯარო სკოლა ულოცავს ყველა დედას დედის დღეს.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:








 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203