წალკის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები ემიგრანტი ქართველების გამოწვევას შეუერთდნენ
01-03-2023

წალკის N1 საჯარო სკოლის „ნორჩი ხელოვანები“ მასწავლებელ ეკა ვეზდენის თაოსნობით, ემიგრანტი ქართველების გამოწვევაში - „გავადროშიანოთ საქართველო!“ ჩაერთნენ. 

მე-8 კლასის მოსწავლეებმა ქართულ და ინგლისურ ენაზე გააცნეს საზოგადოებას ქართული დროშის ისტორია და მნიშვნელობა.

„ქართული დროშა მუდამ ფრიალებდეს მშვიდობიან, გაერთიანებულ და გამთლიანებულ საქართველოში და ყველა ქართველი ემიგრანტი დაბრუნებულიყოს მშვიდობიან სამშობლოში“,- აღნიშნავენ მოსწავლეები. 

მე-4 კლასის მოსწავლეებმა ხელოვნების გაკვეთილზე გაიზიარეს მერვე კლასის პროექტი, კლასში გააკეთეს სტენდი ჩვენი სამშობლო და გაადროშიანეს ქართული სულისკვეთებით შესრულებული ნამუშევრები.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203