„ჩემო თბილის ქალაქო... თვითონ სიყვარული ხარ!“ - შთამბეჭდავი პროექტი თბილისის N103 საჯარო სკოლაში
28-02-2023
თბილისის N103 საჯარო სკოლაში პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო პროექტებსა და აქტივობებში მონდომებით რთავენ. ამჯერად, სკოლაში „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში, პროექტი -„ჩემო თბილის ქალაქო... თვითონ სიყვარული ხარ!“, განხორციელდა.

პროექტის მიზანი იყო:

• ძველი თბილისის კულტურული და არქიტექტურული თავისებურებების გაცნობა-გააზრება;
• ეკოლოგიური გარემოს გაჯანსაღებაზე ზრუნვა, მეორეული ნარჩენების გამოყენების გზით;
• ძველი და ახალი კულტურის სინთეზი;
• სკოლის ესთეტიკური გარემოს გალამაზება.

პროექტზე სკოლის VII-XI კლასების მოსწავლეებმა სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელ ლიანა ცანავას ხელმძღვანელობით იმუშავეს.

პროექტის ფარგლებში ჩატარდა ღონისძიება, რომელიც ეძღვნებოდა სკოლის ერთ-ერთ კედელზე გაკეთებულ ძველი თბილისის ხედის პანოს გახსნას. ღონისძიებაზე მოსწავლეები ეროვნულ სამოსში გამოწყვნენ, ლამაზი სანახაობა დადგეს და ცეკვები შესანიშნავად შეასრულეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტი იმით იყო საინტერესო, რომ პანოს ძირითადი ნაწილის მასალად მეტლახის, მუყაოს, ქსოვილის, ხის, შუშისა და ქაღალდის ნარჩენებია გამოყენებული.

„ღონისძიებამ დიდი მოწონება დაიმსახურა, წარმატებები მონაწილე პედაგოგებსა და მათ მოსწავლეებს“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

ღონისძიებას ესწრებოდნენ და პროექტი შეაფასეს: თბილისის საკრებულოს ისნის რაიონის დეპუტატმა - კახა ლაბუჩიძემ, თბილისის ისანი-სამგორის რაიონის რესურს ცენტრის უფროსმა - მეგი როსტიაშვილი-წიკლაურმა, ისნის რაიონის გამგეობის ავლაბარი-მეტრომშენის საუბნო განყოფილების უფროსმა-  ლაშა გოგუამ, თბილისის საპატიო მოქალაქემ, გაზეთ „ვრასტანის“ მთავარმა რედაქტორმა ვან ბაიბურთმა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის წარმომადგენელმა - კარინე მანუკიანმა, საგანმანათლებლო ლიდერობის მიმართულებით „ახალი სკოლის მოდელის“ ექსპერტმა - მაკა ჭიაბერაშვილმა და სხვა ოფიციალურმა პირებმა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203