მერჯევის საჯარო სკოლის მოსწავლე - ლიზი ციცქიშვილი კომედიური როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის დაჯილდოვდა
28-02-2023

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ მერჯევის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა აქტივობასა და ღონისძიებაში აქტიურად მონაწილეობენ და წარმატებასაც აღწევენ. 

მოსწავლეებმა ამჯერად თეატრალურ ფესტივალში ისახელეს თავი. ფესტივალზე გოგოს კომედიური როლის საუკეთესო შესრულებისთვის ლიზი ციცქიშვილი დაჯილდოვდა.

„ვამაყობთ ლიზი შენით, უამრავ წარმატებას გისურვებთ, უღრმესი მადლობა MAC Georgia-ს, თქვენ ხართ, ჩემი უდიდესი მონაპოვარი, უღრმესი მადლობა ხონის მუნიციპალიტეტის მერიას მასპინძლობისთვის, უღრმესი მადლობა ფიქრია ლომიძეს და უღრმესი მადლობა ჩემა პატარა მსახიობებს! წინ კვლავ დიდი ფესტივალი გველის“, - აღნიშნავს სკოლის დირექტორი - მაკა დეკანოიძე.

მსგავსი აქტივობები მოსწავლეების შემოქმედები უნარებს ავითარებს და მათ მოტივაციას უმაღლებს.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203