ფიროსმანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა უკრაინელი მოსწავლეების მხარდასაჭერად ფლეშმობი მოაწყვეს
28-02-2023
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ფიროსმანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა უკრაინას სოლიდარობა კიდევ ერთხელ გამოუცხადეს.
მოსწავლეებმა უკრაინელი თანატოლების მხარდასაჭერად, საინტერესო ფლეშმობი მოაწყვეს.
ფიროსმანის საჯარო სკოლის მოსწავლეები უკრაინის დროშის ფერებში გამოეწყვნენ. ბავშვებმა, საქართველოსა და უკრაინის დროშები აღმართეს და უკრაინელ მოსწავლეებს გვერდში დგომა ამ სახით აჩვენეს.
სკოლაში გააზრებული აქვთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეებს სოლიდარობის განცდა ჰქონდეთ და ამისთვის არაერთ მნიშვნელოვან აქტივობას ატარებენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს