შილდის N2 სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებმა, პროექტის - „მეგობრობა გზად და ხიდად“ ფარგლებში, სხვა სკოლების წარმომადგენლებს გამოცდილება გაუზიარეს
28-02-2023
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა და მასწავლებელთა განვითარების მიზნით, საინტერესო შეხვედრები ეწყობა.

ამჯერად, 23 თებერვალს პროექტის - „მეგობრობა გზად და ხიდად“ ფარგლებში, შილდის N2 (მასწავლებელი - გვანცა გულიაშვილი) , თბილისის N156 (მასწავლებელი -სოფიო ბუზიაშვილი)  და ქუთაისის N9 (მასწავლებელი - ხათუნა გაბრიელაშვილი) საჯარო სკოლების მოსწავლეები, თიმსის პლატფორმაზე პედაგოგთა მენტორობით ერთმანეთს გაეცნენ.

დამეგობრებულ სკოლებს მოსწავლეებმა პრეზენტაციის სახით წარუდგინეს ინფორმაცია თავისი რეგიონის, სოფლისა და სკოლის შესახებ, ასევე ერთმანეთს თავიანთ მუნიციპალიტეტის კულტურული და ისტორიული ძეგლები გააცნეს. 

„მსგავსი შეხვედრები ხელს შეუწყობს პედაგოგთა თანამშრომლობას, ერთმანეთისთვის გამოცდილების გაზიარებას, ასევე მოსწავლეებში ცოდნის ამაღლებას, ინტერესის გაღვივებას, საკუთარი ქვეყნის, კუთხეებისა და ღირსშესანიშნაობების შესახებ“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მომავალში, კვლავ იგეგმება „დამეგობრებულ სკოლებს“ შორის საინტერესო აქტივობები.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203