ელიტური სკოლა „გორდას“ წარმომადგენლები საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობდნენ
28-02-2023

ბათუმის ელიტურ სკოლა „გორდას“, აკადემიური დირექტორი - თამარ მურვანიძე და გაცვლითი პროგრამების მენეჯერი - სვეტლანა დალოგლანიანი, საერთაშორისო სასწავლო კონფერენციას - Annual Educational conference- 2023, შეუერთდნენ. 

English Book Education- ის მიერ იყო ინიცირებული კონფერენცია კაჭრეთში, სასტუმრო „ამბასადორში“ გაიმართა.

„გორდას“ წარმომადგენელთა კონფერენციაში ჩართულობა, სასწავლო-საგანმანათლებლო პროცესის თანამედროვე გამოწვევების გაცნობისა და სრულყოფის მიზანს ემსახურებოდა.

კონფერენცია 25-26 თებერვალს გაიმართა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, კონფერენციის ფარგლებში ჩატარდა რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა ცალკეული საკითხის სრულყოფა- გადაწყვეტის მიზნით, რომლის მთავარი თემა და გზავნილი იყო - „Global Skills“, ანუ, დღეიდან (აწმყოდან) ნახტომი ხვალინდელი დღისკენ/მომავლისკენ...

„2023-2024 სასწავლო წელს სკოლა „გორდა“ სასწავლო პროცესის რეორგანიზაციითა და ახალი გამოწვევებით ხვდება. უახლოეს პერიოდში დაგეგმილია შეხვედრა სკოლის მშობელთა სათათბიროსთან, პერიოდულად ჩატარდება მშობელთა კრებები, სადაც დეტალურად განიხილება დაგეგმილი სიახლეების თითოეული დეტალი“, –  გვიყვებიან სამომავლო გეგმებზე სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203