ვაჭევის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში, სამხედრო მოსამსახურეებს უმასპინძლეს
28-02-2023

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჭევის საჯარო სკოლას, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლის წარმომადგენლები ესტუმრნენ.

პროექტ „ჩვენი ჯარის“, ფარგლებში სკოლის მოსწავლეებთან, სერჟანტმა ბერდია კობერიძემ და უფროსმა სერჟანტმა როსტომ გოგატიშვილმა, საინტერესო შეხვედრა მოაწყვეს.

მოსწავლეებმა დიდი ყურადღებით  მოისმინეს ქართული ჯარის შექმნის ისტორია, გაეცნენ ეროვნული გმირების ბიოგრაფიებს და იმ თანამედროვე გამოწვევებს, რომლის წინაშე ქართული ჯარი დგას.

აქტიურმა ბავშვებმა სპეციალური საჩუქრებიც მიიღეს სამხედროებისგან.

ღონისძიებამ ბავშვებში დიდი ინტერესი გამოიწვია.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203