
თბილისის N200 საჯარო სკოლაში, დიდი ყურადღება ეთმობა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და ამ კუთხით მოსწავლეთა წახალისებას.
ამ მიზნით, მოსწავლეები გაეცნენ სკოლის სამედიცინო კაბინეტს და დიდი ინტერესით ნახეს პრეზენტაცია, თემაზე - „ჯანსაღი ცხოვრების წესი“.
შეხვედრა ძალიან საინტერესო და ინტერაქციული იყო, მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობდნენ თემის განხილვაში და თავიანთ აზრს გამოხატავდნენ.
იხილეთ ფოტოები: