თბილისის N191 საჯარო სკოლის პირველკლასელები ანბანს მრავალფეროვანი აქტივობებით სწავლობენ
თბილისის N191 საჯარო სკოლაში დაწყებითი კლასის მოსწავლეები ანბანს ხალისით ეუფლებიან. მოტივაციის ამაღლებისა და სწავლისადმი ინტერესის გაღრმავების მიზნით, მათ მასწავლებლები საინტერესო, მრავალფეროვან გაკვეთილებს სთავაზობენ.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, 1-ელი კლასის მოსწავლეები (პედაგოგი ეკა კობახიძე, მუსიკის მასწავლებელი - ლამუნა ირემაშვილი) კიდევ ერთხელ მოეფერნენ ანბანს. მათ თემასთან დაკავშირებით, ნახატები გააფერადეს და ასევე სიმღერებიც შთამბეჭდავად შეასრულეს.
„დიახ, კითხვა სულ არ არის ძნელი!“, - ამბობენ მოსწავლეები.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობებით მოსწავლეები სწავლას მეტი ინტერესითა და მონდომებით აგრძელებენ.
იხილეთ ფოტოები: