თბილისის N143 სკოლაში საბჭოთა ოკუპაციის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, არაერთი საინტერესო ღონისძიება თუ აქტივობა ჩატარდა
28-02-2023

თბილისის N143 საჯარო სკოლის, მე-10 კლასის მოსწავლეები ოკუპაციის დღისადმი მიძღვნილ კვირეულს არაერთი საინტერესო ღონისძიებითა თუ აქტივობით შეუერთდნენ. 


მოსწავლეებმა, მთელი კვირის განმავლობაში რადიოხაზის საშუალებით, სკოლას გააცნეს ინფორმაცია 1921 წლის ოკუპაციის შესახებ.

24 თებერვალს, მოზარდებმა ჩაატარეს ოკუპაციის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება - „გაფითრებული თებერვლის ლანდი“.

ასევე, მთელი კვირის განმავლობაში ბავშვები მუშაობდნენ დეკორაციების დამზადებაზე, რომლებიც სასკოლო სივრცეში განათავსეს.

ბოლოს კი, მოამზადეს პრეზენტაცია, საბჭოთა ოკუპაციაზე და სასკოლო საზოგადოებას ცნობიერება კიდევ უფრო აუმაღლეს.

აქტივობებს კლასის დამრიგებელი ინგა აბესაძე ხელმძღვანელობდა.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:









 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203