აბულის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გლობალური პრობლემების შესახებ საინტერესო პრეზენტაციები გამართეს
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აბულის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, შემეცნებით-საგანმანათლებლო სახის პროექტები და აქტივობები ხორციელდება.ამჯერად, გეოგრაფიის მასწავლებლის - კარინე ვოსკანიანის ინიციატიცით, მოსწავლეების დანაშაულისგან დასაცავად და გარემოს რაციონალურად გამოყენების მიზნით, მეათე და მეთერთმეტეკლასელებმა პრეზენტაცია ჩაატარეს.
პრეზენტაციაზე მე-10 კლასის მოსწავლეებმა გლობალურ პრობლემებზე - დანაშაულის გაჩენის, გავრცელებისა და პრევენციის შესახებ ისაუბრეს.
მოსწავლეებმა ასევე ისაუბრეს აზარტული თამაშების მავნებლობაზე და აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით საინტერესო პლაკატები შექმნეს.
ხოლო მე-11კლასის მოსწავლეების პრეზენტაცია კი გარემოს დაცვას ეძღვნებოდა, რომელიც ასევე ძალიან საყურადღებოა თითოეული ადამიანისთვის.
აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა საჭირო საკითხზე მსგავსი პროექტები და პრეზენტაციები მოსწავლეთა ცნობიერებას ამაღლებს.
იხილეთ ფოტოები: